Georgian  English  Russian
     
მისამართი:

მ. კოსტავას 5,
0108, თბილისი,
საქართველო
Email: contact@geclaorg.ge
Fax: (995 32) 995 300
Tel.: (995 32) 996 384


ICLA
კომპარატივისტული ლიტერატურის
საერთაშორისო ასოციაცია


შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი


რუსთაველის ფონდი

 

"სჯანი"
ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი
ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში

 

გამოცემები: I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI,

¦

პირველი გამოცემის წინათქმა (2000, # 1)


“სჯანი” ლიტერატურულ-თეორიული პროფილის სამეცნიერო კრებულია, რომელსაც ამიერიდან ყოველწლიურად გამოსცემს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
გარდატეხის ხანაში, როდესაც ასე აშკარაა საზოგადოებრივი და მეცნიერული აზრის კრიზისის სიმპტომები, იდეოლოგიური დიქტატისაგან გათავისუფლებულმა ლიტერატურულმა აზროვნებამ უნდა დაძლიოს ძველი დოგმები, მოიშოროს “კლასობრივი ლიტერატურისმცოდნეობის” ბალასტი და ეზიაროს იმ მდიდარსა და მრავალსახოვან ინტელექტუალურ გამოცდილებას, რაც ასე დაუნდობლად იდევნებოდა, როგორც “ბურჟუაზიული”, “იდეალისტურ-ფორმალისტური” ერესი.
განახლების აუცილებლობის აღიარება, ცხადია, არ ნიშნავს საკუთარ მონაპოვართა უარყოფას. თაობებს უნდა ახსოვდეთ ღვაწლი იმ რჩეული, უკეთილშობილესი ადამიანებისა, რომელთაც “საბჭოურ ოაზისში” მეცნიერული და, ხშირად, პირადი თავგანწირვის ფასად შექმნეს ლიტერატურული აზროვნების ის დონე, ურომლისოდაც წარმოუდგენელია თანამედროვე თეორიული მემკვიდრეობის ათვისება.
ლიტერატურისმცოდნეობის აწმყო და მომავალი საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია უახლესი თეორიულ-მეთოდოლოგიური პრინციპების შემოქმედებით გააზრებასთან მეცნიერების ამ დარგის სპეციფიკური ადგილის გათვალისწინებით ჰუმანიტარული ცოდნის სისტემაში, კულტუროლოგიის ფართო კონტექსტში. ახალ ისტორიულ სიტუაციაში ლიტერატურის თეორია ურთულესი ამოცანის წინაშე დგას – ზოგად კონცეფციათა სიმრავლის პირობებში ააგოს მწყობრი სისტემა, დაფუძნებული ფუნდამენტურ კატეგორიათა ზუსტ დეფინიციაზე.
“სჯანი” ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის საკითხების გაშუქებას ისახავს მიზნად, მაგრამ იგი სიამოვნებით დაუთმობს ადგილს ფართო პროფილის, ინტერდისციპლინარული ხასიათის წერილებსა და გამოკვლევებს. ჩვენ ფილოსოფოსებთან, ფსიქოლოგებთან, ისტორიკოსებთან, ლინგვისტებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან თუ მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლებთან
– ყველა პროფესიონალთან, ვისაც აფიქრებს ჰუმანიტარული აზროვნების ბედი საქართველოში, ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს.
“სჯანის” პირველი კრებული მ
კრძალებული ნაბიჯია განახლებისაკენ მიმავალ გზაზე. როგორც გარდამავალი ხანის ლიტერატურული ფაქტი, იგი ვერ იქნება დაზღვეული ეკლექტიზმისაგან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში, ახალი გენერაციის მოსვლის კვალდაკვალ, ქართული გონი დაძლევს წინააღმდეგობებს და სულიერების საკაცობრიო ნადიმზე მივა, როგორც ამ ნადიმის თანასწორი წევრი.

 
Web GCLA
 
ჩვენი გამოცემები:
"სჯანი"
სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში


"LITiNFO"
ელექტრონული ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და კომპარატივისტულ ლიტერატურაში

   
Copyright © 2009 GCLA